იგორ ნარმანია - საქართველო უნდა იყოს გამარჯვების ზენიტში თქვენთან ერთად - დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება სწორედ 26 ოქტომბერს დაიწყება და დაიწყება აუცილებლად სამეგრელოდან

საქართველო უნდა იყოს გამარჯვების ზენიტში თქვენთან ერთად - დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება სწორედ 26 ოქტომბერს დაიწყება და დაიწყება აუცილებლად სამეგრელოდან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ზუგდიდი და სამეგრელო იტყვის გადამწყვეტ სიტყვას და იქნება მთავარი ფლაგმანი 26 ოქტომბრის გამარჯვებაში“.

„მე წარმოვადგენ ამ კუთხეს და ზოგადად, რომ ვთქვა ეს არის ჩემი ოდაბადე. სამეგრელო, რომელიც მუდამ იდგა ისტორიის სწორ მხრეს, სადაც ვერასდროს იმარჯვებდა „რუსული ოცნება“, რადგან ხალხი აქ ძალიან სწორად განსჯიდა - ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე. მე ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მიწევს რეგიონებში ადამიანებთან შეხვედრა, მათ შორის,ზუგდიდშიც. ძალიან ბევრ ადამიანს, ჩემს თანატოლებს უწევთ ემიგრაციაში წასვლა, რათა თავი ირჩინოს, სწავლის გადასახადი გადაიხადოს. სინამდვილეში ეს რეალობა ასეთი არ უნდა იყოს, რადგან ზუგდიდში არის იმის პოტენციალი და ეკონომიკური დოვლათი, რომ იყოს ნორმალური გარემო, ეკონომიკური აღმავლობა, რომ განვითარდეს, მაგალითად, ანაკლიის პორტი, რომელიც ჩვენთან ძალიან ახლოსაა და რომელიც უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების მყარი გარანტი. ამიტომ, მე მჯერა, რომ ზუგდიდი და სამეგრელო იტყვის გადამწყვეტ სიტყვას და იქნება მთავარი ფლაგმანი 26 ოქტომბრის გამარჯვებაში. ის ენერგია, რომელიც თითოეულ თქვენგანში სამეგრელოსა და ზუგდიდში იგრძნობა, უნდა იყოს გადამდები დანარჩენი საქართველოსთვის. დანარჩენი საქართველო უნდა იყოს გამარჯვების ზენიტში თქვენთან ერთად და დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება სწორედ 26 ოქტომბერს დაიწყება და დაიწყება აუცილებლად სამეგრელოდან!" - განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები