არჩილ თალაკვაძე - მიმდინარე თვეებმა დაგვანახა, რომ თურმე, საზოგადოებისთვის ბევრი იყო დაფარული - ვინც ამოფარებული იყო მედიასა და არასამთავრობოებს, აღმოჩნდნენ ჩვეულებრივი პარტიული ფუნქციონერები

საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს იმაზე, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს თუ არა იმ ორგანიზაციების დაფინანსებაზე ინფორმაცია, რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოში საჯარო პოლიტიკისა და მოქალაქეების ცხოვრებაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროცესის განმავლობაში ყველაზე რადიკალური ჯგუფები, ვინც კანონს უპირისპირდებოდნენ, თავად დარეგისტრირდნენ რეესტრში.

„საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს იმაზე, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს თუ არა იმ ორგანიზაციების დაფინანსებაზე ინფორმაცია, რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოში საჯარო პოლიტიკისა და მოქალაქეების ცხოვრებაზე. ნებისმიერი დემოკრატიის მთავარი პირობაა ის, რომ საზოგადოებას ფინანსების თაობაზე ინფორმაცია ჰქონდეს. მიმდინარე თვეებმა დაგვანახა, რომ თურმე, საზოგადოებისთვის ბევრი იყო დაფარული. ვინც ამოფარებული იყო მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სინამდვილეში აღმოჩნდნენ ჩვეულებრივი პარტიული ფუნქციონერები, პარტიებად გადაკეთდნენ კიდეც. ამ პროცესის განმავლობაში ყველაზე რადიკალური ჯგუფები, ვინც კანონს უპირისპირდებოდნენ, თავად დარეგისტრირდნენ. ისინი მოწოდებით გამოვიდნენ, სხვებმაც გაიარონ რეგისტრაცია, მაგრამ "თავისუფლების დამცველები", "დემოკრატიის შუქურის" დამცველები ამ ორგანიზაციას დაესივნენ და მასზე უპრეცედენტო ზეწოლა მოახდინეს. ეს იყო ბულინგი და საინფორმაციო ზეწოლა. 24 საათიც არ დასჭირდა იმას, რომ ორგანიზაცია ისე დააბულინგეს, რომ თავისი გადაწყვეტილება შეაცვლევინეს. საკუთარ რიგებში მყოფ ორგანიზაციას დაუპირისპირდნენ, რომელიც მათ დღის წესრიგში არ ჩაჯდა. დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, არ შეიძლება, ამ ძალებს ხელისუფლება ჩააბარონ. მათი ერთადერთი მიზანია, თავისი რადიკალური დღის წესრიგი ყველა გზით გაატარონ. "სირცხვილია" თვეების განმავლობაში მათი აქციების ფლაგმანი იყო. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა რადიკალების ხასიათი, რომ მზად არიან, საკუთარი ინტერესების გამო ყველას დაუპირისპირდნენ”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია