რამაზ ნიკოლაიშვილი აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საერთაშორისო მისიას ხელმძღვანელობდა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე- პრეზიდენტი რამაზ ნიკოლაიშვილი აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საერთაშორისო მისიას ხელმძღვანელობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანში ჩატარებულ არჩევნებს ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან პირველად ჩატარდა არჩევნები აზერბაიჯანის ტერიტორიული აღდგენის შემდეგ.

„დავესწარით საპარლამენტო არჩევნებს აზერბაიჯანში, წარმოვადგენ საქართველოს და ორგანიზაციას, რომლის ვიცეპრეზიდენტი ვარ და ჩემს მეგობრებთან ერთად მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი არჩევნებს, რომელიც თავისი მოწყობით უნიკალური იყო იმ ნაწილში, რომ პირველად ისტორიაში არჩევნები მთელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩატარდა. ეს ყველა აზერბაიჯანელისთვის იყო დღესასწაული. აზერბაიჯანელებმა ეს არჩევნები როგორც დღესასწაული ისე მიიღეს, თავის რჩეულს მისცეს ხმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვიცი აზერბაიჯანის პრეზიდენტის აზრი საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და ალიევი თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს განაცხადი გაკეთებული არ აქვს. ჩვენ გვჭირდება მშვიდი და განვითარებული აზერბაიჯანი, ამიტომ ჩვენ ყოველდღე ურთიერთობას უნდა ვალაგებდეთ ამ ქვეყანასთან, რომ მივაღწიოთ წარმატებებს, რომ ჩვენი ეკონომიკა გაიზარდოს და გვქონდეს ჩვენი ძლიერი მეზობლის იმედი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იყო, ჩამოყალიბდება პარლამენტი და შესაბამისად მათთან დავამყარებთ ურთიერთობებს“, - განაცხადა რამაზ ნიკოლაიშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა