შალვა პაპუაშვილი - პარტიები, რომლებიც მოქალაქეებისგან პარლამენტში მანდატს ითხოვენ, სხდომასაც კი არ ესწრებიან - მათ ქართველი ხალხის მსახურებას, ალბათ, უცხოელებთან ერთად კონფერენციაზე დასწრება ამჯობინეს და იქიდან საქართველოს გმობა

პარტიები, რომლებიც მოქალაქეებისგან პარლამენტში მანდატს ითხოვენ, სხდომასაც კი არ ესწრებიან - მათ ქართველი ხალხის მსახურებას, ალბათ, კონფერენციაზე დასწრება ამჯობინეს და იქიდან საქართველოს გმობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში, საშემოდგომო სესიის გახსნისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პლენარულ სხდომას ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.

„ჩვენ ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია გვაქვს. ყველას წარმატებულ სესიას გისურვებთ. თუმცა ვატყობთ, რომ დღეს დარბაზის ერთი ნაწილი ძალიან ხალვათადაა წარმოდგენილი. მიმდინარე კვირას სკოლაც დაიწყო და ალბათ, იქაც არის სიის ამოკითხვა, „არას“ დაწერა, თუ ვინმე არ ესწრება. ბოიკოტზე რამდენიმე წერილი შემოვიდა და მინდა გაგაცნოთ: ფრაქცია „ქართული ოცნება“ ესწრება; ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - არა; პოლიტიკური ჯგუფი „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ -არა; პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ - არა; პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ - არა; პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - არა; პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ - არა; პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ - არა; პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ - არის; პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ - არის; პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ - არის. საერთო ჯამში, ესეც მანიშნებელია. დიდი ალბათობით, კოლეგები რომელიღაც კონფერენციაზე არიან, უცხოელებთან ერთად. მათ ქართველი ხალხის მსახურებას, ალბათ, კონფერენციაზე დასწრება ამჯობინეს და იქიდან საქართველოს გმობა, ქართველი ხალხის გმობა ამ კონფერენციის ტრიბუნის გამოყენებით. რამდენიმე კვირაში საპარლამენტო არჩევნები გვაქვს და პარტიები, რომლებიც მოქალაქეებისგან პარლამენტში მანდატს ითხოვენ, სხდომასაც კი არ ესწრებიან. მადლობა ყველას, ვინც ესწრებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ