გიგა ბოკერია - პასუხისმგებლობა არის ჩვენი მოქალაქეების, რომ პუტინისტური ხელისუფლება აღარ გვყავდეს - მეგობრები ვერ დაგვეხმარებიან, თუ ჩვენ არ ვიქნებით ფორმაში

როგორი სწორი ხედვაც არ უნდა ჰქონდეთ საქართველოს მნიშვნელობაზე ჩვენს დიდი ხნის მეგობარ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ფიგურებს, თუ შენ გყავს ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში, საქართველოს მტრის და მათი მტრის ინტერესებით მოქმედებს, გარდაუვლად იწვევს დაშორებას - ვერ დაგვეხმარებიან, თუ ჩვენ არ ვართ ფორმაში, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც

მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.

მისი თქმით, „პასუხისმგებლობა არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, რომ პუტინისტური ხელისუფლება აღარ გვყავდეს და გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დაიცავს".

„ჩვენი პარტნიორებისგან ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, მკაფიო გზავნილები და ეს ასეც არის და შემდეგ გვჭირდება, როცა ჩვენ ფორმაში ვიქნებით (დავიბრუნებთ ფორმას) სწრაფი გადაწყვეტილებები მთელი თავისუფალი სამყაროს და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ვგულისხმობ ნატო-ს, ევროკავშირის გაფართოებას და ბოროტების იმპერიის, რუსეთის და მისი მოკავშირე ტირანიების წინააღმდეგ თავისუფალი სამყაროს შეკვრას. ამ პროცესში საქართველოს ექნება მნიშვნელოვანი როლი“, - განაცხადა ბოკერიამ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები