მამუკა მდინარაძე - ვაპირებთ, მართლმადიდებლური ქრისტიანობის როლი კიდევ უფრო განვამტკიცოთ, ასევე, წარმატებით უნდა დავიცვათ ტრადიციული რელიგიური მიმდინარეობები

ჩვენ ვეუბნებით საზოგადოებას: წინ გვაქვს არჩევნები, ჩვენ გეუბნებით რას ვაპირებთ, რის შეტანას ვაპირებთ კონსტიტუციაში, მათ შორის, განსაკუთრებით ვაპირებთ, რომ ეკლესიისა და მართლმადიდებლური ქრისტიანობის როლი კიდევ უფრო განვამტკიცოთ და თუ თქვენი ლეგიტიმაცია გვექნება და მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ჩავწერთ კონსტიტუციაში, რომ როგორც ისტორიაში, ასევე თანამედროვეობაში რაც მათი მხრიდან მსჯელობის დროს წარმოშობილი იდეა იყო და ბუნებრივია, დავეთანხმეთ - თანამედროვეობაში არის უდიდესი ეკლესიის როლი და ამავე დროს, ჩავწერთ, რომ ქართული სახელმწიფოს მთავარი საყრდენი, მთავარი საფუძველი ერთ-ერთი სახელმწიფოებრიობის, არის მართლმადიდებლური ქრისტიანობა , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ სხვა ტრადიციულ რელიგიებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ასევე წარმატებით უნდა შეძლოს მათი დაცვა.

მდინარაძის განმარტებით, ათასობით და ათიათასობით სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმდევრის ინტერესებიც ემთხვევა მმართველი გუნდის ინიციატივას, ვინაიდან, ისინი საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ტრადიციებს უდიდეს პატივს სცემენ.

"ეს ლეგიტიმაცია გვინდა საზოგადოებისგან. ეს არჩევნებთან არის დაკავშირებული - ისე ამბობენ [ოპონენტები], თითქოს, ჩვენ ვმალავდეთ. დიახ, არჩევნებთან არის დაკავშირებული, იმიტომ, რომ ხალხს ვეუბნებით: მოგვეცით ლეგიტიმაცია მაღალი, რომ ეს გავაკეთოთ. რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მხოლოდ კანონი კი არ მივიღოთ, რის განხილვაში შემოსვლას ვერ ბედავენ, არამედ, კონსტიტუციაში ჩავწეროთ. მოგვეცით მაღალი ლეგიტიმაცია, რომ "ნაცების" მკვლელი რეჟიმი და საქართველოს ტერიტორიების რუსეთზე, ოკუპანტ ქვეყანაზე ჩამბარებელი რეჟიმი გასამართლდეს ამისათვის და ის აღარ იყოს მონოპოლისტი ოპოზიციონერობის. ამის ლეგიტიმაციას ვითხოვთ და რა თქმა უნდა არჩევნებთან არის დაკავშირებული.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ უდიდესი მნიშვნელობის არის, ჩვენ ასევე წარმატებით დავიცვათ საქართველოში არსებული ტრადიციული რელიგიური მიმდინარეობები დიდი პატივისცემით, იმიტომ, რომ ჩვენ ათასობით და ათიათასობით მოქალაქე გვყავს, რომელიც არ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, ისინი ტრადიციული რელიგიური იდენტობის მიმდევრები არიან, საკუთარი ძალიან მყარი რწმენა აქვთ და საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ტრადიციებს სცემენ უდიდეს პატივს. ჩემი და ჩვენი დიდი პატივისცემა მათ - მათ ინტერესებსაც ერთი-ერთში ემთხვევა ეს დამოკიდებულება საკუთარი რელიგიის მიმართ, იმიტომ, რომ მათ მიერ გამოხატული ყველა პოზიცია ემთხვევა ჩვენს ტრადიციულ პოზიციებსაც",- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო