ბექა დავითულიანი - წინასაარჩევნო კამპანია „ქართული ოცნების“ მხრიდან აბსოლუტურად მშვიდად და მშვიდობიანად მიმდინარეობს  - ჯერჯერობით არც ოპოზიციის მხრიდან ხდება ესკალაცია

წინასაარჩევნო კამპანია „ქართული ოცნების“ მხრიდან აბსოლუტურად მშვიდად და მშვიდობიანად მიმდინარეობს - ჯერჯერობით არც ოპოზიციის მხრიდან ხდება ესკალაცია, - ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა გააკეთა.

დავითულიანი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია დაძაბულობის ფონის შექმნას აუცილებლად შეეცდება.

„ოპოზიციას არ აკმაყოფილებს შედეგები, რასაც ის წინასწარ კვლევებში ხედავს. როგორც ყველა სხვა არჩევნების დროს, ახლაც არჩევნების მეორე ტურისთვის მოემზადებიან“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დავითულიანმა დღეს ასევე კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.

„ეს რეჟიმი ამდენი წლის განმავლობაში ადამიანებს კლავდა. ახლა როცა ამის ფიზიკური საშუალება არა აქვთ, კლავენ სიტყვით - ისეთი რა ბოღმა უნდა გქონდეს, რა უნდა უთხრა კაცს, რომ გულმა დაარტყას და ადგილზე გარდაიცვალოს“, - განაცხადა დავითულიანმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა