ბექა დავითულიანი - პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი არამც და არამც არ გულისხმობს იმას, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებები უნდა შეილახოს - მათი უფლებები ნამდვილად 100%-ით უნდა იყოს დაცული

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი არამც და არამც არ გულისხმობს იმას, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებები უნდა შეილახოს - მათი უფლებები ნამდვილად 100%-ით უნდა იყოს დაცული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განუცხადა.

„რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოქმედებებს, მათ იციან, რომ არაპოპულარულია პროპაგანდის წინააღმდეგ ხმის არმიცემა - ამიტომ ცდილობენ თავი აარიდონ“, - აღნიშნა დავითულიანმა.

პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, 4 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო. მისი მესამე მოსმენით დამტკიცება 17-20 სექტემბრის სასესიო კვირაში იგეგმება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს