„ძლიერმა საქართველომ” საარჩევნო პროგრამა - „ილიას გზა” წარადგინა

ოპოზიციურმა გაერთიანებამ - „ძლიერი საქართველო” საარჩევნო პროგრამა, „ილიას გზა” წარადგინა.

გეგმის პრეზენტაცია საგურამოში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართა, სადაც პროგრამის ძირითადი ხედვები ლიდერებმა გააჟღერეს.

„დიახ, სწორედ ილიას გზის გაგრძელებისთვის ვართ შეკრებილები, სწორედ ამ იდეის გასაგრძელებლად ვართ შეკრებილები, ამ იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ, რომ მივიღოთ ძლიერი საქართველო“, - განაცხადა ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ დაასახელა გეგმის რამდენიმე პუნქტი:

„რუსული ოკუპაციისგან უნდა დავიხსნათ ქვეყანა, რუსული გავლენისგან უნდა დავიხსნათ ქვეყანა: ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, ცხრა რეფორმა, როგორ უნდა გავერთიანდეთ სწრაფად ევროკავშირში და ცხრა ნაბიჯი როგორ შევამციროთ საქართველოში რუსული გავლენა. ეს ეხება ვიზების შემოღებას, ფრენების რეგულირებას, ჩვენი მიწების რუსებზე გაყიდვის აკრძალვას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძის თქმით, გაერთიანებას აქვს კონკრეტული გეგმა, შექმნას ქვეყანაში 200 ათასი სამუშაო ადგილი, რომელიც ქვეყანას „ჰაერივით სჭირდება“. ასევე, მისი თქმით, გაწერილია გეგმა, როგორ „ავაყვავებთ პროექტებს, როგორიცაა ანაკლია”. ხაზარაძის განცხადებით, „ ამ პროექტს დავძრავთ და ავაშენებთ".

ამასთან, ხაზარაძემ ისაუბრა სოციალურ პროგრამაზეც და განაცხადა, რომ 1000 ლარიანი პენსია არ არის წინასაარჩევნო დაპირება, არამედ ესაა დეტალური გეგმა, რომ პენსიონერებს, "ბებიებს და ბაბუებს, დედებს და მამებს მივცეთ ელემენტარული საშუალება სიბერე ჰქონდეთ უზრუნველყოფილი".

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის