Politico - ანდრიუს კუბილიუსი, შესაძლოა, უსაფრთხოების, თავდაცვის მრეწველობისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარი გახდეს

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი ურსულა ფონ დერ ლაიენის ახალ ევროკომისიაში, სავარაუდოდ, უსაფრთხოების, თავდაცვის მრეწველობისა და კოსმოსის საკითხებში კომისრის თანამდებობას დაიკავებს, - ინფორმაციას Politico ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს ოფიციალურ პირებთან, ასევე სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქებში მოღვაწე მაღალჩინოსნებთან საუბრების საფუძველზე ავრცელებს.

ფონ დერ ლეიენმა მანამდე აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა თავდაცვის საკითხებში კომისრის ახლად შექმნილ თანამდებობაზე ცენტრალური ან აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლის დანიშვნა.

Politico წერს, რომ კუბილიუსი არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს პრემიერ-მინისტრად მუშაობის ხუთ წელზე მეტ ხნიანი გამოცდილება. მას დიდ პატივს სცემენ, რადგან მართავდა ლიეტუვას 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს.

Politico ხაზს უსვამს, რომ კუბილიუსი ასევე ხმამაღლა უჭერს მხარს უკრაინას და გამოდიოდა მოწოდებით, უკრაინის აღდგენის ხარჯები გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით დაფინანსებულიყო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს