GITA-ს ორგანიზებით, კახეთში სტუდენტებისათვის ტექნოლოგიური ბანაკი დაიწყო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, კახეთში სტუდენტებისათვის ტექნოლოგიური ბანაკი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას GITA ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბანაკში მონაწილეობას კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან კონკურსის წესით შერჩეული 50 სტუდენტი იღებს.

„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და თელავის, ახმეტის, გურჯაანის ტექნოპარკების ორგანიზებით, ასევე კახეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მერიის (ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, ყვარელი) მხარდაჭერით, „კახეთის ტექნოლოგიური ბანაკი სტუდენტებისთვის“ დაიწყო, რომელიც 13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ და ბანაკის მონაწილეებს შეხვდნენ GITA - ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ, ასევე, კახეთის რეგიონის აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერები.

ბანაკის მიზანია კახეთის რეგიონის წამყვან ეკონომიკურ დარგებში, სოფლის მეურნეობასა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში ინოვაციური გადაწყვეტებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, რეგიონის მასშტაბით წარმატებული სტუდენტების სტარტაპ საქმიანობით დაინტერესება, სტუდენტებს შორის მყარი სამომავლო კავშირების გაჩენა და მათთვის GITA-ს არსებული პროგრამების, მათ შორის კახეთის რეგიონული ტექნოპარკების ბენეფიტებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა.

ბანაკში მონაწილეობას იღებს კონკურსის წესით შერჩეული 50 სტუდენტი, კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან.

პროექტის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ლექცია-სემინარები, ვორქშოპები, გუნდური სამუშაოები. კონკრეტულად კი, გაეცნობიან ინოვაციურ და ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და კახეთის წამყვანი დარგების ტექნოლოგიური/ინოვაციური განვითარების პოტენციალს. მონაწილეები მოისმენენ რეალური სტარტაპების წარმატების გზას, რის შემდგომაც მენტორებთან ერთად იმუშავებენ სტარტაპის შექმნისა და განვითარების რეალურ გზებზე. ბანაკის ფარგლებში მონაწილეები დაიყოფიან 2 თემატურ ჯგუფად: 1. აგროტექნოლოგიები 2. სტუმარმასპინძლობის სექტორი და ტექნოლოგიები.

ტრენინგების გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ახალი ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას, საკუთარ სამეწარმეო საქმიანობაში ინოვაციური და ტექნოლოგიური ელემენტების დანერგვას.

პროექტის განმახორციელებელია შპს „ქლევერტონი“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო