ლევან ბეჟაშვილი - ჰელსინკის კომისია მიმართავს არა ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს - სწორედ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს 26 ოქტომბერს, ვინ უნდა წარმოადგენდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

ჰელსინკის კომისია მიმართავს არა ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს - სწორედ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს 26 ოქტომბერს, ვინ უნდა წარმოადგენდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ამიტომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც კოალიციურ მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, თავი დავაღწიოთ ამ იზოლაციიდან და ავირჩიოთ ევროპული გზა, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, „საქართველოს იზოლაცია გულისხმობს ამ ქვეყნის რუსულ ორბიტაზე მოქცევას“.

„საქართველო ივანიშვილის ხელში ექცევა იზოლაციის ქვეშ და ეს იზოლაცია გულისხმობს რუსული გავლენების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას და ამ ქვეყნის მოქცევას რუსულ ორბიტაზე. ამიტომაა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები აწესებენ სანქციებს. ფარცხალაძის მიმართ აშშ-ის მთავარი ბრალდება გახლავთ, რომ სწორედ ის არის ამ ქვეყანაში რუსული გავლენის მთავარი აგენტი და დაკავშირებულია ივანიშვილის კლანთან. ის, რომ ჰელსინკის კომისია აღარ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და მიმართავს ქართველ ხალხს, ცხადია, რადგან დღეს ერთადერთი, ვისაც შეუძლია ლეგიტიმაცია შესძინოს ხელისუფლებას, ქართველი ხალხია. სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს 26 ოქტომბერს, ვინ უნდა წარმოადგენდეს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ, უნდა გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც კოალიციურ მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, თავი დავაღწიოთ ამ იზოლაციიდან და ავირჩიოთ ევროპული გზა“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის