რატი იონათამიშვილი პრემიერის ინიციატივაზე - რადიკალური ოპოზიციის განცხადებები აჩვენებს, რომ მათ ელემენტარული ცოდნაც არ გააჩნიათ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით

პრემიერის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე და პროგრესული, რაც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს, - წერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის განცხადებები აჩვენებს, რომ მათ ელემენტარული ცოდნაც არ გააჩნიათ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით და მათი მიდგომა ზოგადად, არასამთავრობო სექტორის მიმართ არის ანტიდემოკრატიული და ავტორიტარული.

„არასამთავრობო ორგანიზაციების (ამ შემთხვევაში, შშმ პირთა ორგანიზაციების) დაფინანსებასთან დაკავშირებით გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტი მე-7 ზოგად კომენტარებში CRPD-ის მონაწილე სახელმწიფოებს მოუწოდებს: „მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, თანხების პირდაპირი გამოყოფა შშმ პირთა ორგანიზაციებისათვის, მესამე მხარის ჩართვის გარეშე (61.a.)“; იგივე შინაარსის რეკომენდაცია გასცა გაერომ საქართველოს მიმართ 2023 წელს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნები და აშშ აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს (მაგ. ამერიკის შემთხვევაში - The World Institute on Disability (WID), ევროკავშირის შემთხვევაში European Disability Forum (EDF) - და ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, დაფინანსების შემთხვევაში ხდება სამთავრობო.

შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის განცხადებები აჩვენებს, რომ მათ ელემენტარული ცოდნაც არ გააჩნიათ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით და მათი მიდგომა ზოგადად, არასამთავრობო სექტორის მიმართ არის ანტიდემოკრატიული და ავტორიტარული. მათთვის NGO რომ რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის ინსტრუმენტია, ეს ჩვენმა საზოგადოებამ ისედაც დიდი ხანია, კარგად იცის.

პრემიერის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე და პროგრესული, რაც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს“, - წერს რატი იონათამიშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის