ვიქტორ წილოსანი - ყოველი მე-5 ადამიანი 1,5 კილომეტრის გადაადგილებისთვის ავტომობილს იყენებს, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია - თუ ეს კულტურა არ შემცირდა, ჩვენ პრობლემები მუდმივად გვექნება

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, დედაქალაქში ადამიანები დაახლოებით 700-800 მეტრის გასავლელად ავტომობილით გადაადგილდებიან, მაშინ როცა მათ შეუძლიათ, რომ ეს მარშრუტი ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან სხვა ალტერნატიული ტრანსპორტით დაფარონ.

მისივე თქმით, თუ კერძო ავტომობილებზე დამოკიდებულების კულტურა არ შეიცვლება, დედაქალაქში მუდმივად ამ საკითხის ირგვლივ პრობლემები იქნება.

“ზოგადად, მობილობა არის გაზრდილი. საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ადამიანების რაოდენობაც გაზრდილია, თუმცა ამავდროულად, ავტომობილების რაოდენობა იზრდება. როგორც მერმა აღნიშნა, ყოველი მე-5 ადამიანი 1,5 კილომეტრის გადაადგილებისთვის ავტომობილს იყენებს, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ადამიანები დაახლოებით 700-800 მეტრის გასავლელად ავტომობილით გადაადგილდებიან, მაშინ როცა მათ შეუძლიათ, რომ ეს მარშრუტი ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან სხვა ალტერნატიული ტრანსპორტით (ველოსიპედით, სქროლით და ა.შ) დაფარონ. ზოგადად, ქალაქში ავტომობილზე მაღალი დამოკიდებულება პრობლემაა. შესაბამისად, თუ ეს კულტურა არ შემცირდება, ჩვენ ეს პრობლემები მუდმივად გვექნება, მაგრამ ტენდენციები საკმაოდ კარგია, დადებითია”, - განაცხადა წილოსანმა.

გარდა ამისა, წილოსანის განმარტებით, დღეის მდგომარეობით ქალაქში არსებობს ადგილები, სადაც არც ტროტუარია და არც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოსახერხებელი ადგილები.

“როდესაც ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლება ხდება, მუნიციპალიტეტმა მაქსიმალურად უნდა მოახერხოს მაგ დროისთვის, რომ შესაძლებელი იყოს ქვეითის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ალტერნატიული და ეკომეგობრული ტრანსპორტისთვის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადაადგილების უზრუნველყოფა. შესაბამისად, თუ ჩვენ მაქსიმალურად შევძლებთ, რომ ეს ყველა კომპონენტი დავიცვათ და თქვენ იცით, რომ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე, ჩვენ ამ კომპონენტებს ვიცავთ, მაგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს მიეცემათ მეტი მოტივაცია იმისთვის, რომ გადაადგილდნენ, მათ შორის ფეხით, საზოგადოებრივი ან ეკომეგობრული ტრანსპორტით. მესმის, რომ წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, ეს ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, დღეის მდგომარეობით ქალაქში ძალიან ბევრი მსგავსი ტიპის პრობლემური ადგილები გვაქვს, სადაც არც ტროტუარია, ასევე, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოსახერხებელი ადგილებია. მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლებს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ, იმას, რომ იმდენად ვიწროა ქუჩები, რომ ავტობუსებს გატარება უჭირთ და იძულებულები ვართ, რომ [აღნიშნულ ტერიტორიებზე] მიკროავტობუსები გადაადგილდებოდნენ, შემდეგ იმ მარშრუტებზე მიკროავტობუსების რაოდენობა არ ჰყოფნის და ამიტომ ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის დროს საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილის უსაფრთხოება გათვალისწინებული იყოს”, - აღნიშნა წილოსანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია