პაატა მანჯგალაძე - მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის „ქართული ოცნების“ სიაში, ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა ნიშნავს უარის თქმას ევროპისთვის, კეთილდღეობისთვის და 14 მილიარდიანი დახმარებისთვის საქართველოსთვის

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს ამ რეჟიმისგან და „ქართული ოცნების“ სიაში მყოფი ჩვენი ოლიმპიელებიც დაუბრუნდნენ იმ საქმის კეთებას, რაც გამოსდით, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ - ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ პირველი ოცეულის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა დაყოფას, სიღატაკესა და დაცლილ საქართველოს ნიშნავს.

„საქართველო უკვე მიეჩვია მოწყურებულ გამარჯვებას. ვულოცავ საქართველოს, დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს.

დარწმუნებული ვარ, ხალხი ასევე იზეიმებს გამარჯვებას 26 ოქტომბერს იმ ბოროტ რეჟიმზე, რომელიც 12 წელი ძარცვავს ხალხს და ევროპისა და კეთილდღეობის შესაძლებლობას ართმევს ქვეყანას. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ სიას, ივანიშვილის ამ სიაში ყოფნა ნიშნავს, რომ მათ ძალიან ეშინიათ დამარცხების. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის „ქართული ოცნების“ სიაში, ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა ნიშნავს უარის თქმას ევროპისთვის, კეთილდღეობისთვის და 14 მილიარდიანი დახმარებისთვის საქართველოსთვის.

შესაბამისად, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს ამ რეჟიმისგან და „ქართული ოცნების“ სიაში მყოფი ჩვენი ოლიმპიელებიც დაუბრუნდნენ იმ საქმის კეთებას რაც გამოსდით და კარგად იციან. ოპოზიციისთვის ხმის მიცემა ნიშნავს კი ევროპას, კი 14 მილიარდიან დახმარებას საქართველოსთვის, კი კეთილდღეობას, კი ერთიანობას.

„ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა კი ნიშნავს დაყოფას, სიღატაკეს, მეტ ემიგრაციას და დაცლილ საქართველოს“ - განაცხადა მანჯგალაძემ

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა