ირაკლი კობახიძე - არავითარი კრიზისი ქვეყანაში არ იქნება, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა - თუ ვინმეს ასეთი აზრები აქვს, ვურჩევ ყველას, რომ ასეთ აზრები გვერდზე გადადოს

არავითარი კრიზისი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება, ვინმეს თუ უნდა გაიმეოროს საქართველოში ის სცენარი, რომელიც უკვე გამოვიარეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს მცდელობაც აბსოლუტურად განწირულია წარუმატებლობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, მოწოდების სიმაღლეზე.

„არავითარი კრიზისი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება. თქვენ ხედავთ, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, მოწოდების სიმაღლეზე, მათ შორის სამართალდამცველი უწყებები დგანან მოწოდების სიმაღლეზე, ეს დაინახა ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის ამ ბოლო თვეების განმავლობაში. შესაბამისად, ვერავინ შექმნის ვერავითარ კრიზისს, თუ ვინმეს უნდა გაიმეოროს საქართველოში ის სცენარი, რომელიც უკვე გამოვიარეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს მცდელობაც აბსოლუტურად განწირულია წარუმატებლობისთვის, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, შესაბამისად თუ ვინმეს ასეთი აზრები აქვს, ვურჩევ ყველას, რომ ასეთ აზრები გვერდზე გადადოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა