ბათუმში, სანაპიროსთან მდებარე თევზის ერთ-ერთ რესტორანთან ახალგაზრდა მამაკაცს მეხი დაეცა

ბათუმში, სანაპიროსთან მდებარე თევზის ერთ-ერთ რესტორანთან ახალგაზრდა მამაკაცს მეხი დაეცა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი ქირურგიულ განყოფილებაში არის მოთავსებული. ექიმების თქმით, მას სხეულზე პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.

„ახალგაზრდა მამაკაცს ყველა სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა. მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში, სხეულის პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობით. სტაბილურად ფასდება მისი მდგომარეობა“, - აცხადებენ კლინიკაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა