BTUAI – განათლების ახალი სტანდარტი სტუდენტებისთვის

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ცოდნის მიღების ახალ სტანდარტს ქმნის. BTUAI განათლების ახალი პლატფორმაა სტუდენტებისთვის და ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის, რომლის ქართულენოვანი მოდელი ზრდის სტუდენტების ხელმისაწვდომობას მაღალი ხარისხის განათლებაზე, ხელს უწყობს პრაქტიკული უნარების განვითარებას და აუმჯობესებს სხვადასხვა სფეროში მიღებულ ცოდნას.

ახალი მოდელი სტუდენტებს სხვადასხვა სფეროში, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ასწავლის და ინდუსტრიების პროფესიონალებს პროცესების ახლებურად და ეფექტურად მართვაში ეხმარება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შექმნილი BTUAI, ახლა უკვე ქართულ ენაზე აგენერირებს როგორც სასწავლო და სატრენინგო მასალას, ისე უახლეს, საერთაშორისო ბიზნესქეისებს, რომელიც სფეროს სხვადასხვა წარმომადგენელს, დამწყებს თუ დარგის სპეციალისტს ახალ ცოდნას მისცემს და ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას გაუმარტივებს. ტექნოლოგიების განვითარება, ინდუსტირების ციფრული ტრანსფორმაცია და მომავლის უნარების განვითარების საჭიროებამ წარმოშვა ისეთი გადაწყვეტილების შექმნის იდეა, რომელიც სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს - მარკეტინგის, მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების, ოპერაციების, ლოჯისტიკის და სხვა სფეროს პროფესიონალებს კონკურენტულ უპირატესობას შესძენს, ამავედროულად, ასწავლის სტუდენტს, როგორ გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი, იმ სფეროში, სადაც იღებს განათლებას.

BTUAI-ს ახალი გადაწყვეტილება, ხელმისაწვდომი და ღიაა ნებისმიერი მომხმარებლისთვის, არის სეგმენტების შესაბამისად და სფეროს საჭიროებებიდან გამომდინარე შემუშავებული საგანმანათლებლო მასალების და უახლესი ბიზნესქეისების ერთობლიობა, რომელიც ყველა ინდუსტრიისთვის, AI ტექნოლოგიების ინტეგრაციის შესახებ ცოდნასა და შესაძლებლობებს აჩენს. BTU AI Review კი არის ინოვაციური, ახალი ბიზნესქეისების ერთიანი კატალოგი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო და მაღალი სანდოობის მქონე წყაროებზე დაყრდნობით ქმნის ახალ რესურსს.

BTUAI-ს გამოყენებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა შექმნა ინდივიდუალური და დარგობრივი საგანმანათლებლო რესურსები, ქეისები, სფეროს შესაბამისი ჯგუფური ტრენინგის მოდულები, რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ სწავლების, არამედ, ვორკშოპების და ტრენინგების ჩატარების დროს. ხელოვნური ინტელექტისა და სხვადასხვა სფეროს AI კურატორების, ექსპერტების ჩართულობით შექმნილი უნიკალური რესურსები და ქეისები OpenAI-ს შესაბამის პლატფორმაზე ზიარდება.

„BTUAI განათლების ახალი სტანდარტია სტუდენტებისთვის და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის. ცოდნის მიღების ახლებური გზა ხელმისაწვდომია ყველასთვის და ის მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებას. ხელოვნური ინტელექტი ყველა სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციას ახდენს და ჩვენი მიზანია ჩვენს სტუდენტებს, ისევე როგორც სხვადასხვა სფეროში მომუშავე პროფესიონალებს, მივცეთ შესაძლებლობა განვითარდნენ, შეიძინონ ახალი ცოდნა, უნარები და შემდგომში, განავითარონ ის ინდუსტრიები სადაც მუშაობენ“, - აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

გაეცანით BTU AI-ს.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა