ლევან გოგიჩაიშვილი - დაიწყეთ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის ციხეების ყოფილი კურატორისა და „ოცნების“ დეპუტატის გივი მიქანაძის წინააღმდეგ!

დაიწყეთ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის ციხეების ყოფილი კურატორისა და „ოცნების“ დეპუტატის გივი მიქანაძის წინააღმდეგ! - ამ მოთხოვნით პროკურატურას “გახარია საქართველოსთვის“ მიმართავს.

როგორც პარტიის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2006 წელს მომხდარი “ციხის ბუნტისას“, რა დროსაც დაიღუპა 7 და დაშავდა 22 პატიმარი, გივი მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, უშუალოდ მის საკურატორო სფეროს კი, სასჯელაღსრულების სისტემა წარმოადგენდა.

გოგიჩაიშვილის თქმით, ლეგიტიმურია ვარაუდი იმის თაობაზე, რომ მიქანაძე ციხეში განვითარებული მოვლენების საქმის კურსში იყო და გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა.

„2024 წელს ივანიშვილის “ოცნების“ მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ისევ “ნაცების“ გასამართლებაა და ისიც მხოლოდ არჩევნების შემდეგ.

2006 წლის 27 მარტს, საქართველოს მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ “ციხის ბუნტის“ დროს, სპეცდანიშნულების რაზმის წევრთა მიერ ავტომატური ცეცხსასროლი იარაღიდან განხორციელებული ქაოტური გასროლის შედეგად, დაიღუპა 7 და დაშავდა 22 პატიმარი. პატიმრების მიმართ სიცოცხლის ხელმყოფი და არაადამიანური მოპყრობის ქცევები სპეცრაზმელთა მიერ ბუნტის ჩახშობის შემდეგაც გაგრძელდა. ბაჩო ახალაია, რომელიც ე.წ. ამბოხის სისხლიან ჩახშობას მეთაურობდა, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო. მითითებული გარემოებები დადასტურებულია, როგორც სტრასბურგის სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის, ასევე საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებებით.

ამ უმძიმესი მოვლენების დროს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი გივი მიქანაძე იკავებდა, რომლის უშუალო საკურატორო სფეროს სასჯელაღსრულების სისტემა წარმოადგენდა. შესაბამისად, ლეგიტიმურია ვივარაუდოთ, რომ გივი მიქანაძე იმ დროს ციხეში განვითარებული მოვლენების საქმის კურსში იყო და გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა.

ეს ინფორმაცია, რომელიც აქამდეც საჯარო და ხელმისაწვდომი იყო, როგორც საზოგადოების, ასევე საგამოძიებო ორგანოებისათვის, აშკარად შეიცავს შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, რაც ავალდებულებს საგამოძიებო ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატის, გივი მიქანაძის დანაშაულში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ჩვენი მხრიდან, გავაგრძელებთ „ოცნების“ იმ წევრების შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას, რომლებიც თავის დროზე ემსახურებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს და დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ გასამართლების კამპანიაში იღებენ მონაწილეობას“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს