„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ადგილობრივებთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს სოფლების: ჭერისა და ძმაგულის მოსახლეობას შეხვდა.

პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ინფორმაცია მიაწოდეს სამომავლო გეგმებთან, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით.

მათივე ცნობით, დელეგატობის კანდიდატმა ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობასა და მოსახლეობის ჩართულობის როლზე საარჩევნო პროცესში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა