ნიკოლოზ მარსაგიშვილი - მოსამართლეთა ვეტინგი სულ სხვა მიზანს ისახავს, რაც კეთილსინდისიერების შემოწმებით არის გამართლებული - წინააღმდეგი ვარ, ჩატარდეს ვეტინგები

მოსამართლეთა ვეტინგი სულ სხვა მიზანს ისახავს, რაც კეთილსინდისიერების შემოწმებით არის გამართლებული - კეთილსინდისიერების შემოწმების წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ როცა ვვარაუდობ, რომ კეთილსინდისიერი არა ხარ და უნდა შეგამოწმო, დავსვამ საკითხს, ვინ უნდა შემამოწმოს?! - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კითხვაზე, საკანონმდებლო დონეზე მოსამართლეთა ვეტინგი ნებაყოფლობითი რომ იყოს, კეთილსინდისიერების შემოწმებას საკუთარი ნებით გაივლიდა თუ არა, მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ ვიღაცის მიერ შემოწმებას ნებაყოფლობით არ დათანხმდებოდა.

„არ ვიცი, როცა შემოწმება ნებაყოფლობითია, ის რამდენად არის ვეტინგი. ვეტინგი სულ სხვა მიზნებს ისახავს. პრაქტიკიდან გამომდინარე, სადაც ჩატარდა, კეთილსინდისიერების შემოწმება არ არის - ის სულ სხვა მიზანს ისახავს, რაც კეთილსინდისიერების შემოწმებით არის გამართლებული.

ახლაც ყველა მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობა არის ღია. ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობის დროს, იმაზე მეტ ინფორმაციას აწვდიან, რაც დეკლარაციის შევსების პირობებით არის განსაზღვრული.

სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლო სისტემის გამართულ მუშაობაზე, ეს მექანიზმი შექმნა. ჩვენ გვაქვს ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც საკმაოდ ფართო უფლებამოსილება აქვს.

ნებაყოფლობით არ დავთანხმდებოდი, რომ ვიღაცამ

შემამოწმოს, თუმცა ჩემი დეკლარაცია საზოგადოებისთვის ღიაა და ნებისმიერ ქონებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხს გავცემ. წინააღმდეგი ვარ, გამომკითხონ და ჩატარდეს ვეტინგები. არც ერთ მოსამართლეს არ ეშინია, რომ მისი არაკეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დადგება“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა კომიტეტის სხდომაზე.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა