გიორგი ამილახვარმა შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ანაზღაურებად სტაჟირებას გადიან

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სტაჟირების პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების გავლის სურვილი გამოთქვეს და გაიარეს შესაბამისი გასაუბრება. კერძოდ, 100-მდე ახალგაზრდა, რომელიც 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გადის.

შეხვედრაზე გიორგი ამილახვარმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრუქტურასა და მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა.

მინისტრმა ახალგაზრდებს სტაჟირების პროგრამის მიმდინარეობაც გააცნო და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მისი თქმით, თითოეულ სტაჟიორს სამინისტროში თავისი მენტორი ეყოლება, მათ მაქსიმალურად მოქნილი გრაფიკი ექნებათ და სტაჟირების დასასრულს, ისინი შესაბამის დახასიათებას მიიღებენ.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებისთვის კარიერული განვითარებისა და სამუშაო გამოცდილების მიღების უნიკალური შესაძლებლობაა.

შეხვედრის ფარგლებში სტაჟიორებს მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვების დასმის და დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ სტაჟირების პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა, რომლის კოორდინაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს.

პროგრამის დაწყებიდან პირველივე წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას ყველა საჯარო დაწესებულებაში, რომელზეც ვრცელდება სტაჟირების მარეგულირებელი ნორმები.

ახალგაზრდები, რომლებმაც შესაბამისი განაცხადები უკვე შეავსეს და გასაუბრების ეტაპი გაიარეს, 2024 წლის სექტემბრიდან უკვე გადიან ანაზღაურებად სტაჟირებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა