საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე თსსუ-ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებულმა ანსამბლმა I ადგილი მოიპოვა

14-26 აგვისტოს ჩეხეთის რამდენიმე ქალაქში (ჩერვენი, კოსტელეცი და ლიპტალი) იუნესკოს ეგიდით ფოლკლორულ ანსამბლებს შორის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობდა მსოფლიოს 14 ქვეყნის (საქართველო, მექსიკა, კოლუმბია, ვენესუელა, შოტლანდია, იტალია, სერბეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ტაილანდი, ტაივანი, ინდოეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი) 17 ფოლკლორული ანსამბლი.

„საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებული ანსამბლი I ადგილის მფლობელი გახდა (ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი - დავით უგრეხელიძე, ქორეოგრაფი - ინეზა კუპრეიშვილი, ლოტბარი - დავით რატიანი, ხელმძღვანელი, ცენტრის დირექტორი - ბადრი მაჭავარიანი). II ადგილი ჩეხეთს, ხოლო III ადგილი მექსიკას მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ანსამბლს დაარსებიდან 40 წელი უსრულდება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებულ ანსამბლს ამ დიდ წარმატებას მსოფლიო ასპარეზზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა