თინათინ ნიბლოშვილი - ოპოზიციამ ერთი ახალი ადამიანიც ვერ მიიზიდა და ერთმანეთის პარტიაში გადადიან და გადმოდიან

ოპოზიციამ ერთი ახალი ადამიანიც ვერ მიიზიდა და ერთმანეთის პარტიაში გადადიან და გადმოდიან, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილმა საკრებულოს სხდომაზე, რითაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სოციალურ ქსელებში ადამიანებს აქტიურად „აბულინგებენ“, ამჯერად ბულინგის ახალი ტალღა „ქართული ოცნების“ სიის ახალ წევრებს შეეხო.

„ბულინგი და სიძულვილის ენა იმ სპორტსმენებზე გადაიტანეს, რომელთა მსგავსი და ფასი საქმეც ჩვენი ქვეყნისთვის მთელ ოპოზიციას, ერთად აღებული, არ გაუკეთებია. მათი საარჩევნო კამპანია ბულინგზე და სიძულვილის ენაზეა აგებული. ოპოზიციამ ერთი ახალი ადამიანიც კი ვერ მიიზიდა, ერთმანეთის პარტიებში გადადიან და გადმოდიან. ერთსა და იმავე ადამიანებს ვხედავთ სხვადასხვა გაერთიანებისა და სახელის ქვეშ. და ეს ხალხი, ერთადაც და ცალ-ცალკეც, არის დამარცხებული 2012 წლის არჩევნებიდან დღემდე. 26 ოქტომბერს ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს, და ეს არჩევანი იქნება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა