სასამართლომ ირაკლი ეძგვერაძე 2 700 ლარით დააჯარიმა

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 700 ლარით დააჯარიმა.

სასამართლო პროცესზე მომხდარი ინციდენტის თვითმხილველები მოწმის სტატუსით დაიკითხნენ.

როგორც ეძგვერაძის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, მოსამართლემ გადაწყვეტილება ირაკლი ეძგვერაძეზე მოძალადე პოლიციელის ჩვენებაზე დაყრდნობით მიიღო, რის გამოც პროტესტის ნიშნად დეპუტატმა სასამართლო სხდომა დატოვა.

„უნდოდათ, რომ ირაკლი ეძგვერაძე მოწყვეტილიყო თავის საარჩევნო კამპანიას, გლდანის შტაბს. მან სასამართლო პროცესი დატოვა, რადგან იცოდა, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას სასამართლოში არავინ მიიღებდა და შეუდგა თავის საქმიანობას.

მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ სასამართლოზე წარმოვადგინეთ არაერთი მტკიცებულება, როგორიც იყო: ვიდეოკადრები, სამი მოწმე, რომლებმაც ზუსტად და ფაქტობრივად აღწერეს რა მოხდა, მაგრამ სასმართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული ფაქტები.

ირაკლი ეძგვერაძე გამოკეტეს 48 საათი და დღემდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არ დაუწყია გამოძიება და ის მოძალადე პოლიციელი, რომელმაც ირაკლი ეძგვერაძეზე იძალადა, დღეს სასამართლო პროცესზე იყო მოსული და ჩვენება მისცა. კადრში ჩანს ირაკლიზე როგორ ძალადობს და მაგ პოლიციელზე დაყრდნობით სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ირაკლი ეძგვერაძე“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით რამდენიმე დღის წინ დააკავა.

როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.

„ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად”, - განაცხადეს უწყებაში.

მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო ირაკლი ნადირაძეც და 12 სექტემბერს 2 500 ლარით დააჯარიმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა