ზურაბ ჩიკვილაძე - უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესში  რედაქციული და შინაარსობრივი ცვლილებები შევიდა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, მიმდინარე სხდომაზე უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახების მიერ ფართის მოძიების ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

„განმარტებითი წესი საჭიროებს გარკვეული ცვლილებებს, რომელთა მიზანია, უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახების მიერ ფართის მოძიების პროცედურებისა და ვადების უკეთესად გამოკვეთა, გამგეობების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა დაზუსტება და წესის ისე ჩამოყალიბება, რომ რაც შეიძლება მოქნილი იყოს როგორც განმცხადებლის, ასევე სამსახურისთვის სამუშაო პროცესი. საწყის ეტაპზე მოქალაქეებისთვის 35 ათასი დოლარის ფარგლებში იყო თანხა გამოყოფილი, ხოლო ამ ეტაპზე თანხა გაიზარდა და 50 ათას დოლარს შეადგენს“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ზურაბ ჩიკვილაძემ ასევე აღნიშნა, რომ წესში ხორციელდება როგორც რედაქციული, ასევე შინაარსობრივი ცვლილებები, რომლებიც ეხება უსახლკარო პირად რეგისტრაციისათვის საჭირო კრიტერიუმებს, ოჯახების საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობას, საცხოვრისის მოძიების პროცედურისათვის განსაზღვრულ გონივრულ ვადას და ფართის მოძიების შემდეგ შუამდგომლობების გაგზავნას კონკრეტული ოჯახისთვის ფართის შესაძენად.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა