დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა 8 თვის სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,ინტერესი ყველაზე მეტად კანიონებისა და მღვიმეების მიმართ არის გაზრდილი

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა 8 თვის სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინტერესი ყველაზე მეტად კანიონებისა და მღვიმეების მიმართ არის გაზრდილი.

ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

კერძოდ, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

ნავენახევის მღვიმე - 33%

სათაფლია - 20%

მარტვილის კანიონი - 12%

პრომეთეს მღვიმე - 10%

დაცული ტერიტორიების სააგენტოს განმარტებით, აღსანიშნავია, რომ ვიზიტორები უპირატესობას მარტივ ეკოტურისტულ ობიექტებს და ბუნების ძეგლებს ანიჭებენ, სადაც კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურაა წარმოდგენილი.

მათივე ინფორმაციით, ნავენახევის მღვიმე შედარებით ახალი ეკოტურისტული ობიექტია და ვიზიტორთა მხრიდან სწრაფად მზარდი ინტერესით გამოირჩევა. 2024 წლის 8 თვის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, რეკორდული ზრდა 33% ნავენახევის მღვიმეში დაფიქსირდა.

ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მონახულებად 5 დაცულ ტერიტორიას შორისაა პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი, რომლებსაც ჯამში 619 743 ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

„საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმდინარე წელს, კანიონები და მღვიმეები ვიზიტორთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რაც გამოწვეულია ადგილზე არსებული მოწესრიგებული და უსაფრთხო ინფრასტრუქტურით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს სხვადასხვა ეკოტურისტული სერვისების გაუმჯობესებას, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას. აღნიშნული საშუალებას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას მიიღონ მეტი შემოსავალი და გაიუმჯობესონ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა“, - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდიმ.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი და შესაბამისად, მათი რაოდენობაც. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად პირველ ხუთეულში მოექცა ინდოეთიც.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა