გიორგი ამილახვარმა ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალაშენებული კოლეჯი დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ხაშურის მუნიციპალიტეტში ახლად აშენებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება დაათვალიერა.

განათლების სამინისტროს ცნობით, მინისტრი კოლეჯის განახლებულ ინფრასტრუქტურას, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარ დეპუტატ, ზაალ დუგლაძესთან და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრ, მარიამ ლაშხთან ერთად, გაეცნო.

„აღსანიშნავია, რომ პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ხაშურის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა. პროექტის ღირებულებამ 10 მლნ 200 ათასი ლარი შეადგინა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის კოლეჯში მოეწყო თანამედროვე ადმინისტრაციული საქმიანობის სივრცეები და სასწავლო აუდიტორიები, მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით და ტექნიკით აღჭურვილი სახელოსნოები, კაფეტერია, ბიბლიოთეკა, სამედიცინო ოთახი, სპორტული, საკონფერენციო და სააქტო დარბაზები, რეკრეაციული შიდა და გარე ზონები. შენობა სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებულია.

ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შედეგად ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები 2024 სასწავლო წელს ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შენობაში შეხვდებიან.

კოლეჯის სივრცეში განხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის და შიდა ქართლის რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, როგორებიცაა: ელექტრობა, შედუღება, სანტექნიკური სამუშაოები, გათბობა-კონდიცირების სისტემები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავტოტრანსპორტის სერვისი და სხვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა