საქართველო ბუდაპეშტის ღვინის ფესტივალზეა წარმოდგენილი

ქართული კულტურის, ღვინისა და გასტრონომიის პოპულარიზაცია უნგრეთში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბუდაპეშტის 33-ე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი.

„ოთხი დღის განმავლობაში, ფესტივალის ათასობით ვიზიტორს საშუალება ჰქონდა საქართველოს კუთხესთან ქართული ღვინო, კერძები დაეგემოვნებინათ, ცნობილი სომელიე ატილა პეტზოლდის ღვინის მასტერკლასებსა და ქართულ მუსიკალურ პროგრამას დასწრებოდნენ, ასევე ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და გაცნობოდნენ აჭარის საპრომოციო მასალებს.

სტუმრების წინაშე ქართულ მუსიკალური პროგრამა ბათუმის კულტურის ცენტრის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ბათუმი“, კვარტეტმა „ბათუმი“ და ბენდმა „ოუშენ დრაივი“ წარმოადგინეს.

საქართველო „ბუდაპეშტის 33-ე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე" უნგრეთში საქართველოს საელჩოს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის, აჭარის განათლების სამონისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით იყო წარმოდგენილი. ფესტივალი უნგრეთის დედაქალაქში, ბუდას ისტორიული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე 12 სექტემბერს გაიხსნა და და დღეს დასრულდება. მას ყოველწლიურად 40 000-მდე ვიზიტორი ესწრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა