გიორგი ამილახვარი - სამინისტრომ დაახლოებით 30 სკოლის შემთხვევაში გამოიყენა დისკრეცია და დირექტორი დანიშნა - ჩვენ რომ პოლიტიზება გვნდომოდა, ავდგებოდით და 2000-ვე სკოლაში დისკრეციას გამოვიყენებდი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ინფორმაციით, სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 30 სკოლის შემთხვევაში გამოიყენა დისკრეცია და დირექტორი დანიშნა. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ რომ პოლიტიზება გვნდომებოდა, ავდგებოდით და 2000-ვე სკოლაში დისკრეციას გამოვიყენებდი და არც კომისიას და არც სამეურვეო საბჭოებს არ მივანდობდი ამას და ამას კანონის სრული საფუძვლები მაქვს. პირიქით ვქენით, საერთოდ განვერიდეთ და ერთეულ შემთხვევებში მოვახდინეთ ჩარევა“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი სკოლა იყო ისეთი, სადაც დირექტორის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად განაცხადი არავინ შეიტანა და ასეთ სკოლებში კონკურსი ახლიდან უნდა გამოცხადდეს.

„ყველა საჯარო სკოლაში, სადაც ვაკანტური იყო, ან ვადა ჰქონდათ გასული, ან მოვალეობის შემსრულებელი იყო, გამოვაცხადეთ კონკურსი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. ძალიან ბევრ საჯარო სკოლაში გამოცხადებულ კონკურსებში, სამწუხაროდ, არავინ არ შეიტანა განაცხადი. ბუნებრივია, აქ თავიდან გვექნება კონკურსი ჩასატარებელი, სხვა არანაირი ბერკეტი სამინისტროს არ ჰქონდა, როდესაც არავინ არ არის კანდიდატი, ვერც ვერავის ვერ დანიშნავ, ამიტომ დარჩა მოვალეობის შემსრულებელი ის, ვინც მანამდე მართავდა.

რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ან კომისიებმა შეარჩიეს და წარუდგინეს სამეურვეო საბჭოებს და მათ აირჩეს - 90%-ის განხორციელება ასე მოხდა თუ მეტის არა და მხოლოდ რამდენიმეში, თუ სწორად მახსოვს 30-მდე სკოლა იყო, სადაც იქნა მთელი ქვეყნის მასშტაბით დისკრეცია გამოყენებული და ბუნებრივია, ჩვენ უნდა დაგვენიშნა ის ადამიანები, ვინც კომისიამ შეარჩია და რამდენიმეჯერ ვერ მოხდა სამეურვეო საბჭოს მხრიდან არჩევა და რეალურად სკოლა მართვის საფრთხის ქვეშ იყო. ეს იყო ძალიან ინდივიდუალური ერთეული შემთხვევები. არც ერთ კანდიდატზე არ მოგვისმენია არგუმენტი, რომ ვინმე არის არაკვალიფიციური, ვინმე არ შეესაბამება სტანდარტებს და ვინმეს არ შეუძლია სკოლის მართვა“, - განაცხადა ამილახვარმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო