თინა ბოკუჩავა - წალენჯიხის ბაზარში უამრავ ადამიანს ვხვდებით, რომელთაც ხელისუფლების ცვლილებების მოლოდინი აქვთ

წალენჯიხის ბაზარში უამრავ ადამიანს ვხვდებით, რომელთაც ხელისუფლების ცვლილებების მოლოდინი აქვთ. ჩვენ ერთიანობით უნდა მოვიტანოთ ევროპული კეთილდღეობა და უარი უნდა ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, რასაც ივანიშვილი 12 წელია სთავაზობს მოსახლეობას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან ერთად წალენჯიხის ბაზარში მოსახლეობას ხვდება.

„დღეს ვიმყოფებით წალენჯიხაში, სადაც ყველა პირველკლასელ მოსწავლეს, მშობელს მივულოცეთ სასწავლოს პროცესის დაწყება. ასევე, ვისაუბრეთ უფასო სასკოლო კვებაზე, რომელიც წარმატებით დანერგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წალენჯიხაში და ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ყველა საჯარო სკოლაში დავნერგავთ იმისთვის, რომ არცერთ ბავშვს საგაკვეთილო პროცესზე არ შიოდეს. ახლა უკვე ვიმყოფებით წალენჯიხის ბაზარში, სადაც უამრავ ადამიანს ვხვდებით და ყველას მოლოდინი არის ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ ერთიანობით შეგვიძლია მოვიტანოთ ცვლილება, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობა და უარი ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, რასაც ივანიშვილის ხელისუფლება 12 წელია სთავაზობს ხალხს”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია