იგორ ნარმანია - წალენჯიხის ბაზარში საზოგადოება საოცარი განწყობით გვხვდება და აცნობიერებს ევროპული ბენეფიტების ფასს, როგორიცაა 14 მილიარდი ევროს დახმარება, ძლიერი ოჯახი, ძლიერი საზოგადოება

წალენჯიხის ბაზარში საზოგადოება საოცარი განწყობით გვხვდება და აცნობიერებს ევროპული ბენეფიტების ფასს, როგორიცაა 14 მილიარდი ევროს დახმარება, ძლიერი ოჯახი, ძლიერი საზოგადოება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა.

იგორ ნარმანია პარტიის თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან და პარტიის ლიდერებთან ერთად წალენჯიხის ბაზარში მოსახლეობას ხვდება.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით წალენჯიხაში, სადაც საზოგადოება საოცარი განწყობით გვხვდება და სადაც საზოგადოება აცნობიერებს იმ ევროპული ბენეფიტების ფასს, როგორიცაა 14 მილიარდი ევროს დახმარება, ძლიერი ოჯახი, ძლიერი საზოგადოება, ძლიერი სტუდენტები, ძლიერი მოსწავლეები. წალენჯიხას ამის პრეცედენტი აქვს, სადაც დაინერგა სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო კვების პროგრამა. ის საქართველოს სხვა რეგიონების სკოლებისთვის 26 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გადამდები უნდა გახდეს“, - განაცხადა ნარმანიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს