ბესიკ ამირანაშვილი - მჯერა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით ჩვენი შვილების თაობა დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში

ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, მასწავლებლებო, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით კი მინდა მივულოცო პირველკლასელებს, რომელთაც პირველად შეაბიჯეს საკლასო ოთახებში, - ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა ახალი სასწავლო წლის დაწყების მილოცვისას აღნიშნა, წელს სამცხე-ჯავახეთში 2045 პირველკლასელია.

"რეგიონში წელს 2045 პირველკლასელი გვყავს. პატარებო, თქვენ, დღეს სიახლეებით, მრავალი აღმოჩენითა და თავგადასავლებით აღსავსე სამყაროს კარი შეაღეთ. გისურვებთ, სკოლაში გატარებული ყოველი დღე თქვენთვის, ცოდნის მიღების გარდა, საინტერესო და დასამახსოვრებელი ყოფილიყოს. ჩვენ კი, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, როგორც აქამდე, ახლაც გავაგრძელებთ თქვენთვის უზრუნველვყოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანაბრად ხელმისაწვდომი და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო. სწორედ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის შედეგია, რომ 2012 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 400-ზე მეტ სკოლასა და 200-ზე მეტ საბავშვო ბაღს. აშენდა 7 ახალი სკოლა და 11 საბავშვო ბაღი. წელს უკვე მიმდინარეობს 12 სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა/რეაბილიტაცია. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კი, 2024-2025 წლებში, ჩვენს რეგიონში, ჯამში, 10 ახალი სკოლის მშენებლობას და 11 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას გეგმავს, რომელთაგან უმეტესობა უკვე მიმდინარეობს, ნაწილი კი დასრულების ფაზაშია. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვას, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს განათლების ხარისხი. მჯერა, ჩვენი შვილების თაობა სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში“, - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

ბესიკ ამირანაშვილის განცხადებას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო