„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის ნაძალადევის შტაბის წევრ ზურაბ აბაევს პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

“ნაციონალური მოძრაობის” ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, პარტიის ნაძალადევის შტაბისა და ასევე, კომისიის წევრს, ზურაბ აბაევს პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც ადვოკატმა “ინტერპრესნიუსს” განუმარტა, აბაევი ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“დაკავებულია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ნაძალადევის შტაბისა და ასევე, კომისიის წევრი. მას არანაირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. პოლიცია მას ელოდებოდა. მისივე განმარტებით, როდესაც მოდიოდა, იცნეს, გააჩერეს, თითქოს უნდოდათ, რომ მისთვის ფოტო გადაეღოთ. ამის შემდეგ დაუწყეს ფიზიკური შეურაცხყოფა, იძალადეს და რტყმა-რტყმით გადმოიყვანეს განყოფილებაში. ათეულობით მოწმეა, რომელიც ამ ყველაფერს შეესწრო. ამის შემდეგ, როდესაც მოვინახულე, აბაევი იყო ცუდად, რამდენჯერმე აღებინა, მუცლის არეში ტკივილები აქვს. გამოვიძახეთ სასწრაფო და მან საჭიროდ ჩათვალა, მისი საავადმყოფოში გადაყვანა შემდგომი გამოკვლევებისთვის. ასევე, სახეზე აღენიშნება სხვადასხვა დაზიანება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის პირდაპირი ზეწოლა და კრიმინალი. ბანდიტურად მოიტაცეს ადამიანი და რტყმა-რტყმით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სრულად უკანონოდ”,- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის