„ქართული ოცნების“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატობის კანდიდატი აჩიკო ბერიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატობის კანდიდატი აჩიკო ბერიძე, ინასარიძის და შარაშიძის ქუჩების, ასევე, გონიოს მეურნეობის ბინების მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს.

„დელეგატობის კანდიდატად დასახელების დღიდან ჩემი ბათუმელებისგან ვგრძნობ თანადგომას, რაც მაძლევს უდიდეს ძალას ვაკეთო მეტი სასიკეთო საქმე ჩემი ქალაქის განვითარებისთვის“, - განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ ბათუმის დელეგატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში რამაზ ჯინჭარაძე და ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს