თამარ კორძაია - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი პარტნიორები დაგვაშოროს და ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს ბავშვებს აქვთ, გაანადგუროს

შინდისის საჯარო სკოლის რემონტი დაფინანსებულია აშშ-ის მიერ. აშშ ზრუნავს, რომ ე.წ. საზღვრისპირა სოფელში ჩვენს ბავშვებს სათანადო სწავლის პირობები ჰქონდეს, მაგრამ ამ დახმარებას ყოველდღე „ქართული ოცნება“ ანადგურებს - არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ მოვიზიდავთ 14 მილიარდს, რომელშიც მნიშვნელოვანი წილი ზუსტად ჩვენი შვილების განათლებისთვის იქნება, იმისთვის, რომ ბავშვებს უფასო კვება სკოლებში ჰქონდეს, - ამის შესახებ „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნის პარტნიორებს დაგვაშოროს.

„ჩვენ ახლა შინდისის საჯარო სკოლის წინ ვდგავართ და თქვენ ხედავთ გარემონტებულ სკოლას, რომლის რემონტიც დაფინანსებულია ამერიკელი ხალხის მიერ. ამერიკელი ხალხი ზრუნავს იმაზე, რომ ე.წ. საზღვრისპირა სოფელში ჩვენ ქართველ ბავშვებს სათანადო სწავლის პირობები ჰქონდეს. ამ ვითარებაში, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი პარტნიორები დაგვაშოროს და ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს ბავშვებს აქვთ, გაანადგუროს. ჩვენ შეგვიძლია ერთი რამ, არჩევნების შემდეგ, 14 მილიარდის მოზიდვა და ამ 14 მილიარდში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წილი იქნება ზუსტად ჩვენი შვილების განათლებისთვის, იმისთვის, რომ ბავშვებს უფასო კვება სკოლებში ჰქონდეს, რადგან ბავშვები გაკვეთილზე საჭმელზე არ ფიქრობდნენ და შიმშილისგან მუცლის ტკივილი არ აწუხებდეთ. ეს არის ჩვენი რეალური გამოწვევა დღეს საქართველოში, რადგან ჩვენი შვილები, ჩვენი ბავშვები სკოლებში შიმშილობენ, ეს რიცხვი ძალიან დიდია - 30 პროცენტზე მეტია, ჩვენს ბავშვებს სათანადო კვება არ აქვთ, სათანადო სივრცე განათლების მისაღებად და ამისათვის ერთი რამ არის საჭირო - აუცილებლად 26 ოქტომბერს გავაკეთოთ არჩევანი ოპოზიციის და დასავლეთის სასარგებლოდ და მოვიზიდოთ ის მხარდაჭერა, რაც არის საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო