სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროენერგეტიკის კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე - „ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების პრინციპები“.

სემეკის ინფორმაციით, კურსის მონაწილეები შეისწავლიან ენერგეტიკის სექტორის განვითარების ტენდენციებსა და არსებულ სიახლეებს, გაეცნობიან ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითადი პარამეტრებს, ტიპოლოგიასა და სუბიექტებს, ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელი ჩარჩოს, საქმიანობის ავტორიზაციას, ელექტროენერგეტიკის ბაზრებსა და სატარიფო რეგულირების პრინციპებს. ასევე, გაეცნობიან რა არის ენერგეტიკული ბიზნესი.

„კურსის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები.

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 2024 წლის 20 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდზე: https://shorturl.at/zyKqr“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ