ლევან ვარშალომიძე - მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევიდა და რომელმაც ახალი საქართველო შექმნა - 39 დღეში ივანიშვილი უნდა გავუშვათ სახლში და სააკაშვილი გავათავისუფლოთ

მიხეილ სააკაშვილის წიგნი არ არის მხოლოდ ერთი წიგნის პრეზენტაცია, ეს არის მისი ცხოვრება, რომლის გადმოცემასაც ერთ წიგნშიც ვერ შევძლებდით. ის არის ადამიანი, რომელიც უკვე ღირსეულად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორიაში შევიდა და რომელმაც ახალი საქართველო შექმნა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ოფისში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრები: ლევან ვარშალომიძე, გიორგი ბარამიძე, პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან ანთაძე დაესწრნენ.

მიხეილ სააკაშვილის წიგნი არ არის მხოლოდ ერთი წიგნის პრეზენტაცია, ეს არის მისი ცხოვრება, რომლის გადმოცემასაც ერთ წიგნშიც ვერ შევძლებდით. სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც უკვე ღირსეულად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორიაში შევიდა და რომელმაც ახალი საქართველო შექმნა. ყველას 39 დღე გვაქვს დარჩენილი. 39 დღეში ივანიშვილი უნდა გავუშვათ სახლში და მიხეილ სააკაშვილი გავათავისუფლოთ. ასე რომ ვმუშაობთ, განწყობა კარგია და დარწმუნებული ვარ, რომ დიდი შედეგით მოვიგებთ ამ არჩევნებს”, - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის