გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკი კანცლერის პოსტზე ფრიდრიხ მერცის კანდიდატურის წარდგენაზე შეთანხმდა

გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CSU) ოპოზიციური ბლოკის ლიდერები 2025 წლის ბუნდესტაგის არჩევნებზე გერმანიის კანცლერის პოსტზე ფრიდრიხ მერცის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ, - ინფორმაციას “დოიჩე ველე“ ავრცელებს.

"კანცლერის კანდიდატურის საკითხი გადაწყვეტილია. ეს იქნება ფრიდრიხ მერცი. მე ბედნიერი ვარ ამით და ღიად ვუჭერ მხარს", - განაცხადა „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ხელმძღვანელმა, მარკუს სოდერმა.

მისი თქმით, სრულად უჭერს მხარს მერცს და მათ საერთო მიზანს: შეცვალონ მმართველი „შუქნიშნების კოალიცია“ და „გერმანია სწორ გზაზე დააბრუნონ“.

საბოლოო გადაწყვეტილება კანცლერის კანდიდატურაზე „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ხელმძღვანელობამ 23 სექტემბერს უნდა მიიღოს, თუმცა მოსალოდნელია, რომ მერცის წარდგენა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იქნება დამტკიცებული.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს