გიორგი რუხაძე - რატომ 2 ან 3 წლის წინ არ დაასანქცირეს ვინმე, ყველა ერთად გაგიჟდა და გადაწყვიტეს, ხელისუფლება დასაჯონ?  - რეალურად, მთავრობა ახლა აკეთებს ისეთ რაღაცას, რაზე პასუხიცაა ეს ყველაფერი - „ქართული ოცნება“ პანიკაშია

გუშინ ხუმრობდა ბატონი მდინარაძე, რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონო, მატარებელი დაიძრა და მოდის. დასანქცირდება ყველა - ამერიკული სანქციები ძალიან სერიოზულია და მათ დაახრჩობთ , - ამის შესახებ ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

გიორგი რუხაძის თქმით, ხელისუფლება პანიკაშია, რადგან სანქციებთან ერთად იციან, რომ არჩევნებში მათ საქმე კარგად არ აქვთ.

„ეს სანქციები მათ შორის იმასაც ნიშნავს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ქართველ ხალხთან და საქართველოსთანაა, ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს, თუ რა ხდება ქვეყანაში, ეს ამის გამოხატულებაა. სანქციების მატარებელი მივა ყველასთან, მაღალჩინოსანთანაც, შედარებით ნაკლებჩინოსანთანაც და ეს უკვე ჩანს. მე საერთოდ არ მსიამოვნებს ეს ამბავი. ადრე წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ხუთი წლის წინ, რომ ვინმეს ეთქვა, რომ საქართველოში ხელისუფლების მაღალჩინოსნებს აშშ დაასანქცირებდა, ვიტყოდი, რომ წარმოუდგენელ ამბავს მიყვები და მეუბნები. მაგრამ დღეს ეს ხდება ამ ქვეყანაში და ამას მიზეზი აქვს. რატომ სამი წლის წინ არ დაასანქცირეს ვინმე ამ ორი წლის წინ რატომ არ დაასანქცირეს? ყველა ერთად გაგიჟდა და გადაწყვიტეს, რომ საქართველოს ხელისუფლება დასაჯონ? რეალურად, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ისეთ რაღაცას, რაზე პასუხიცაა ეს ყველაფერი. რეალურად საქართველოს ხელისუფლებამ მიიტაცა ხელისუფლება, ყველა ინსტიტუტი და ცდილობს, რომ ეს მიტაცებული სახელმწიფო გადმოაგდოს ევროატლანტიკური ლიანდაგიდან და წაიყვანოს რუსეთთან.

ხელისუფლება პანიკაშია. ერთის მხრივ ხედავს, რომ ამ არჩევნებში მათ საქმე კარგად არ აქვთ. მეორე, ამერიკული სანქციები ძალიან სერიოზულია და მათ დაახრჩობთ. არიან ახლა გამწარებული და ცდილობენ, რომ საკუთარი ამომრჩეველი როგორღაც შეინარჩუნონ და იმათთან პოზირებენ და ამბობენ: „ჩვენ არაფერი გვიჭირს, დაგვასანქცირონ“. რეალურად თავად ძალიან კარგად ხვდებიან, რამხელა პრობლემასთან აქვთ საქმე. ჩვენთვის არ ამბობენ“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. ასევე, საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დააწესა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო