ირაკლი ნადირაძე - უკიდურესმა გაჭირვებამ, მატერიალურმა სიდუხჭირემ, შობადობა დამოუკიდებლობის მანძილზე ისტორიულ მინიმუმზე მიიყვანა - ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს

უკიდურესმა გაჭირვებამ, მატერიალურმა სიდუხჭირემ, შობადობა დამოუკიდებლობის მანძილზე ისტორიულ მინიმუმზე მიიყვანა. 90-იანი წლების ჩაბნელებულ, სამყაროსგან იზოლირებულ საქართველოშიც კი შობადობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე „ოცნების“ საქართველოში. 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს , - ამის შესახებ „ერთიანობა“- ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ ღონისძიება სახელწოდებით - „ერთიანობა - ძლიერი ოჯახისთვის!“ გამართეს.

„სამწუხაროდ, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოსწავლეთა უმრავლესობა განიცდის შიმშილს - ყოველი მესამე ბავშვი სკოლაში არასდროს იკვებება. ეს ნამდვილი ტრაგედიაა!

2023 წელს UNICEF-ის მიერ ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველი მესამე ბავშვი მატერიალურ და სოციალურ დანაკლის განიცდის.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოში სოციალურ შემწეობას 245 000 - მდე ბავშვი იღებს.

სკოლის პერიოდში საკვების არ მიღება პირდაპირ გავლენას ახდენს მათ სწავლის ხარისხზე.

ეს კატასტროფა აუცილებლად უნდა დასრულდეს!

სკოლამდელი ასაკის ბავშვების 27.8% არ დადიოდა საბავშვო ბაღში. ზოგიერთ სოფელში საბავშვო ბაღების არარსებობა და ბავშვის ჩაწერა მომლოდინეთა სიებში ყველაზე ძლიერი ბარიერია.

უკიდურესმა გაჭირვებამ, მატერიალურმა სიდუხჭირემ, შობადობა დამოუკიდებლობის მანძილზე ისტორიულ მინიმუმზე მიიყვანა. 90-იანი წლების ჩაბნელებულ, სამყაროსგან იზოლირებულ საქართველოშიც კი შობადობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე „ოცნების“ საქართველოში. 2023 წელს შობადობა წელიწადში 40,000 ბავშვზე ჩამოვიდა და, სამწუხაროდ, 2024 წელს ეს რიცხვი კიდევ უფრო დაბალი იქნება.

ამასთან ერთად, საგანგაშოა საქართველოდან ემიგრირებული ბავშვების რაოდენობა. საქართველოდან ემიგრაციაში უკვე ოჯახები მიდიან.

26 ოქტომბერს ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია