შეირჩნენ სტუდენტები, რომლებიც ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში სტაჟირებას გაივლიან

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ შუამდგომლობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 კურსდამთავრებული სტაჟირებას ალიკანტეში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში (EUIPO) გაივლის. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პან-ევროპული სტაჟირების (PES) პროგრამა 2014 წელს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებისა (EUIPO) და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა და ემსახურება აკადემიურ საზოგადოებასა და შრომის ბაზარს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას.

„საქპატენტისა და ევროკავშირის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, 2024 წლის მარტის თვეში, შესაძლებელი გახდა საქპატენტის მიერთება აღნიშნულ პროგრამასთან. ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქპატენტის უშუალო თანამონაწილეობითა და შუამდგომლობით მოხდა ქართული უნივერსიტეტების, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პან-ევროპული სტაჟირების (PES) პროგრამაში ჩართვა. პროგრამა სრულიად უფასოა და ქართველ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ თანამედროვე ცოდნა და გამოცდილება.

ევროპის საპატენტო უწყებამ პან-ევროპული სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, შეარჩია 2 ქართველი სტუდენტი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ბაკალავრი თინათინ ანდღულაძე და ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 2024 წლის კურსდამთავრებული მარიამ აფაქიძე, რომლებიც დღეს საქპატენტის სათავო ოფისს ეწვივნენ. პან-ევროპული სტაჟირების (PES) პროგრამაში გამარჯვებულებს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე შეხვდა, აღნიშნულ კონკურსში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

როგორც სოსო გიორგაძემ აღნიშნა, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მხარდაჭერა საქპატენტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახლავთ – სხვადასხვა კურსებით, სტაჟირების პროგრამებითა თუ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებით უწყება მუდმივად ზრუნავს ხელი შეუწყოს სტუდენტებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროს მიმართ ინტერესის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებაში.

PES-ს პროგრამის ფარგლებში, ქართველი კურსდამთავრებულები – მარიამ აფაქიძე და თინათინ ანდღულაძე ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში (EUIPO) შეიძენენ სამუშაო გამოცდილებას დარგის ექსპერტების დახმარებით, უშუალოდ ჩაერთვებიან სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობაში, მონაწილეობას მიიღებენ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ტრენინგებსა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებში. გარდა ამისა, ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ და გაიუმჯობესონ ცოდნა უცხო ენების მიმართულებით.

უნდა აღინიშნოს, რომ სამომავლოდ გათვალისწინებულია PES პროგრამაში გაწევრებული უცხოური უნივერსიტეტების სტუდენტების სტაჟირება საქპატენტშიც. დღევანდელი მონაცემებით, PES პროგრამაში ჩართულია ევროკავშირის წევრი 27 და ევროპულ საპატენტო კონვენციაზე ხელმომწერი 11 სახელმწიფოდან 126 პარტნიორი უნივერსიტეტი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო