გურამ მაჭარაშვილი - რა თქმა უნდა, ასე გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული გავხდებით, დავიცვათ თავი და ურთიერთობებს გადავხედოთ! ცალმხრივი მეგობრობა და პარტნიორობა არ შეიძლება!

როდესაც არჩევანს არ მიტოვებ, საჯაროდ შეურაცხყოფილად და უსამართლოდ მექცევი, რა თქმა უნდა, ურთიერთობების გადახედვა ბუნებრივი პროცესი ხდება - რა თქმა უნდა, ასე გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული გავხდებით, დავიცვათ თავი და ურთიერთობებს გადავხედოთ! ცალმხრივი მეგობრობა და პარტნიორობა არ შეიძლება! - ეს განცხადება მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, "თუ აშშ-ს მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ასეთი მიდგომები გაგრძელდება, ეს საქართველოსა და აშშ-ს შორის უფსკრულს უფრო მეტად გაზრდის".

„პოლიციელების დასანქცირების თაობაზე აშშ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს იმის თაობაზე, რომ აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია საქართველოს უყურებს, როგორც ვასალს და არა როგორც პარტნიორ ქვეყანას. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რაც პრემიერმა კობახიძემ აშშ-ს ელჩს უთხრა. აშშ-ს მხრიდან ასეთი არაპარტნიორული დამოკიდებულებები კონტრპროდუქტიულია და წყალს ოპოზიციის სასარგებლოდ არ ასხამს - არადა, ყველამ კარგად ვიცით, რომ სწორედ ამ მიზნით კეთდება.

მანამდე მოსამართლეები დაასანქცირეს, ახლა - პოლიციელები. ეს კეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები როგორმე შეარყიონ და შემდეგ ოპოზიციამ რევოლუციური სცენარები განავითაროს.

ქართული ხალხი ამ ყველაფერს იღებს პირიქით - შეურაცხყოფად!

რაც უფრო მეტად გაიზრდება არასამართლიანი წნეხი, მით მეტი შანსი აქვს ხელისუფლებას, რომ ხალხმა მას დაუჭიროს მხარი არჩევნებში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს