„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ოზურგეთში მართავს

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, პარლამენტის ვიცე სპიკერ - არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთის სოფლების: ასკანისა და მთისპირის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა შეაჯამა განხორციელებული პროექტები - სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით: მოეწყო შიდა საუბნო გზები, გარე განათება, სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს ბეტონის გზის დაგება, დამატებით კიდევ მოეწყობა შიდა საუბნო გზები; სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება გაეწია, ასევე, მუნიციპალიტეტის მერიამ ოჯახებს სახლის სახურავები გადასცა. მთისპირში იწყება 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგაც მოეწყობა თანამედროვე ტიპის ამბულატორია. სოფლები სრულად გაზიფიცირდა, ადგილობრივები სარგებლობენ მუნიციპალური ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით.

„მიხარია, რომ „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, მოქალაქეების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა აქვს. ჩვენ, ერთად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ“,- განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოზურგეთი მერი - ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე - დავით დარჩია.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა