სომხეთის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ რუსული კვალის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გამოააშკარავეს

სომხეთში რუსული კვალის მქონე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გამოააშკარავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათ “წინასწარი შეთქმულებით ძალაუფლების უზურპირების” მცდელობა გამოააშკარავეს, რომლის მონაწილეებიც მომზადებას რუსეთში გადიოდნენ.

მათი ცნობით, აღნიშნული პირები ძალაუფლების ძალით მოპოვებას აპირებდნენ, რისთვისაც თვეში 220 000 რუბლს იღებდნენ. მათ 2024 წლის განმავლობაში სომხეთის მოქალაქეებისა და მთიანი ყარაბაღის ყოფილი მცხოვრებლების რუსეთში “სამთვიანი შეკრებებისა” და “მძიმე შეიარაღების ახალ სახეობებთან გაცნობის” საბაბით რეკრუტირება მოახდინეს, რის შემდეგაც სომხეთში უნდა გაევლოთ საბრძოლო მოვალეობა.

რეკრუტირებული სომხები წვრთნებისთვის რუსეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე “არბატი” მიჰყავდათ, სადაც წვრთნებს გადიოდნენ “ ბრძოლაზე დახურულ სივრცეში, შენობაში, იარაღის უკვე ნაცნობი სახეობებით”.

“მეტიც, მათ შეატყობინეს, რომ წვრთნების მიზანია - სომხეთის რესპუბლიკაში დაბრუნება და მოქმედი ხელისუფლების ჩამოშორება, რითაც სომხეთის რესპუბლიკის გაწმენდისა და გადარჩენის მოწოდებები გააჟღერეს”, - ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ რეკრუტირებულთა ნაწილმა უარი განაცხადა სომხეთში ძალაუფლების უზურპირებაზე და სომხეთში დაბრუნდნენ.

“აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის აღძრულია სისხლის სამართლებრივი დევნა შვიდი ადამიანის წინააღმდეგ. სამი დაკავებულია, ოთხი ძებნაშია გამოცხადებული”, - აღნიშნავს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური.

განცხადების თანახმად, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ჩართული პირების ნაწილი ჯერ არ არის გამოაშკარავებული და მათ დადგენაზე მუშაობა მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა