ფრიდონ ბუბუტეიშვილი - დაკვეთით გავაკეთე ეს ყველაფერი

ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დააკავეს, 17 სექტემბერს გამართულ სხდომაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „დაკვეთით მოქმედებდა”. ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკა“ ავრცელებს.

„ეს ყველაფერი გავაკეთე გიორგი ვაშაძის დაკვეთით. მან მითხრა, ისროლე და თუ რამეა, მე აქ ვარ და გაგიყვანო. ფაქტი სახეზეა, არც გავყავარ და…“, - ციტირებს ბუბუტეიშვილს “პუბლიკა“.

ამასთან, გამოცემა ავრცელებს ადვოკატ, ლაშა ტყეშელაძის პოზიციასაც, სადაც ის ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ეს დეტალი აქამდე მასთან საუბარში არ განუცხადებია.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებას ცდილობს. ის საქართველოში არ იმყოფება. მისი პირველადი პოზიციის მიღება გამოცემამ პარტიის პრესსამსახურის საშუალებით შეძლო. მათი ცნობით, გიორგი ვაშაძე არ იცნობს ბრალდებულს და მასთან არანაირი შემხებლობა წინა პერიოდში არ ჰქონია.

„პუბლიკას“ ინფორმაციით, პროცესზევე ადვოკატმა აცილება მოითხოვა, მოსამართლის მიმართვის საფუძველზე ბუბუტეიშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ როგორც ბუბუტეიშვილის განცხადებით აღიქმებოდა, მას მოლოდინი ჰქონდა გათავისუფლების. ხოლო იმის გამო, რომ ამ ხნის განმავლობაში მას ციხეში უწევს ყოფნა, ადვოკატის მიმართ უკმაყოფილება ამ კუთხითაც გამოთქვა.

„ორი თვეა, სამი თვეა მეუბნები, არ აღიარო, ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, გაგიყვანოთ… ფაქტი სახეზეა, 5 თვეა უკვე ვიმყოფები [ციხეში]… არც ვაშაძეა [გვერდით], ყურადღებასაც არ მაქცევს და არც არავინ და რა ვიცი… დაკვეთით გავაკეთე ეს ყველაფერი, გეუბნებით და „დალშე” თქვენ იცით”, - მიმართა მან ჯერ ადვოკატს, ბოლოს კი მოსამართლეს.

„მოსამართლემ მას განუმარტა უფლებები, მოუწოდა, რომ ადვოკატთან ერთად შემდეგ სხდომამდე ჩამოაყალიბოს სტრატეგია და პოზიცია, მათ შორის ბრალის აღიარებაზე, საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართვაზე და ა.შ”, - წერს პუბლიკა.

„პუბლიკას“ ინფორმაციით, პროკურატურა ბუბუტეიშვილს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავება, რამაც 500 ლარის ზიანი გამოიწვია. ასევე, მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას, რომელიც მას მარცხენა მხარში მოხვდა. ბუბუტეიშვილისთვის წარდგენილი ეს მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო