პრემიერ-მინისტრი მევენახეებს შეხვდა და ღვინის ქარხანაში ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოფელ სანიორეში მევენახეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური მევენახეებს რთველის მიმდინარეობისა და მოსავლის დაბინავების პროცესზე გაესაუბრა და ხელისუფლების სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

საუბრისას ხაზი გაესვა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების პრიორიტეტულობას და აღინიშნა, რომ სუბსიდირების მექანიზმი ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა.

„პრემიერმაჭოტიაშვილების საოჯახო მარანი - "საწნახელი" დაათვალიერა. მარის მფლობელმა კახა ჭოტიაშვილმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომპანია ტრადიციული ტექნოლოგიებით ქვევრში დაყენებული 14-ზე მეტი სახეობის ჯიშისგან წელიწადში 50 000-ზე მეტ ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე - 15 ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნებში ხორციელდება.

ჭოტიაშვილების ვენახები 17 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც 40-ზე მეტი საექპერიმენტო დანიშნულების ვაზის ჯიშია.

კომპანიამ "შეღავათიანი აგროკრედიტით" ისარგებლა და სახელმწიფოს მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობს ღვინის საერთაშორისო გამოფენებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ჭოტიაშვილების მარანში მთავრობის მეთაურთან ერთად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

დღესვე პრემიერ-მინისტრი "მილდიანის" ღვინის ქარხანაში ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო. 18 სექტემბრის მდგომარეობით, ქარხანას მოსახლეობისგან შესყიდული და გადამუშავებული აქვს 2800 ტონამდე ყურძენი. კომპანიას 40 ჰა ფართობზე აქვს გაშენებული საკუთარი ვენახები და წლიურად აწარმოებს 3,5 მლნ ბოთლს, ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ევროპის ქვეყნებში, ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. კომპანიამ სხვადასხვა პერიოდში სახელმწიფო პროგრამებით ისარგებლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა