ანდრიუს კუბილიუსი - თავდაცვის მინისტრები და ნატო-ს გენერლები თანხმდებიან, რომ ვლადიმერ პუტინი მზად იქნება ნატო-სა და ევროკავშირთან დაპირისპირებისთვის 6-8 წელიწადში - დროა, სათანადოდ მოვემზადოთ

ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა გაზარდოს თავისი თავდაცვა, რადგან რუსეთი შეიძლება მზად იყოს დაპირისპირებისთვის 6-8 წელიწადში, - ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომელიც თავდაცვის საკითხებში ევროკომისრის პოსტზეა წარდგენილი.

„თავდაცვის მინისტრები და ნატო-ს გენერლები თანხმდებიან, რომ ვლადიმერ პუტინი მზად იქნება ნატო-სა და ევროკავშირთან დაპირისპირებისთვის 6-8 წელიწადში. თუ ამ შეფასებებს სერიოზულად მივუდგებით, მაშინ დროა სათანადოდ მოვემზადოთ. დრო ცოტაა და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ სწრაფი და ამბიციური გადაწყვეტილებები”, - განაცხადა კუბილიუსმა.

კუბილიუსის თქმით, მისი, როგორც ევროკომისრის პირველი სამუშაო იქნება შეისწავლოს რა რესურსები სჭირდება ევროკავშირს სამხედრო გამოწვევისთვის მზადყოფნისთვის და რომ ამ კვლევას თანამდებობაზე ყოფნის პირველ 100 დღეს დაუთმობს.

კუბილიუსის განმარტებით, მოხარული იქნება, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად 500 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განხორციელდეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა