ზურაბ ბატიაშვილი - ვხედავთ საერთაშორისო არენაზე დასავლეთიდან დაშორებას და რუსეთთან დაახლოებას, რომელიც დემოკრატიის გზიდან გადახვევის საკითხის საერთაშორისო დონეზე დადასტურებაა

დღეს ვხედავთ საერთაშორისო არენაზე დასავლეთიდან დაშორებას და რუსეთთან დაახლოებას, რომელიც არის დემოკრატიის გზიდან გადახვევის საკითხის საერთაშორისო დონეზე დადასტურება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზურაბ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურებს მის „ცივილიზაციურ არჩევანს და საქართველო ევროპული განვითარების გზას დაუბრუნდება“.

„ქვეყანაში აშკარად უკუსვლაა დემოკრატიის კუთხით. ამას მარტო მე არ ვამბობ, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და დამკვირვებლები ამბობენ. სამწუხაროა ის, რომ ჩვენ გვიწევს ამ ყველაფრის საკუთარ თავზე აღება იმ თვალსაზრისით, რომ ეს აისახება ამ ქვეყანაზე. იგივე, ვნახეთ, რომ ევროკავშირთან ჩვენი გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, გაყინულია იმის გამო, რომ დემოკრატიის მხრივ გვაქვს უკუსვლა. სამწუხაროა, მაგრამ იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდეს თავისი ისტორიული განვითარების გზაზე, საჭიროა, ქართველმა ამომრჩეველმა 26 ოქტომბერს გააკეთოს შესაბამისი არჩევანი. დარწმუნებული ვარ, რომ საუკუნეების წინ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანი 26 ოქტომბერსაც კიდევ ერთხელ დადასტურდება და საქართველო ევროპული განვითარების გზას დაუბრუნდება“,- აღნიშნა ბატიაშვილმა.

რაც შეეხება პასუხს კითხვაზე რა ნიშნები არსებობს ქვეყანაში იმისა, რომ ის ავტოკრატიისკენ მიდის, ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ „ვხედავთ ყველა განსხვავებული აზრის ცალსახად მტრად გამოცხადების პოლიტიკას”.

„ერთი მხრივ, ეს არის შიდა პოლიტიკური საკითხები. ვხედავთ ყველა განსხვავებული აზრის ცალსახად მტრად გამოცხადების პოლიტიკას განურჩევლად პოლიტიკური პარტიისა, სფეროსი, რომელშიც ესა თუ ის ადამიანი მოღვაწეობს. ამასთან, ვხედავთ საერთაშორისო არენაზე დასავლეთიდან დაშორებას და რუსეთთან დაახლოებას, რომელიც არის დემოკრატიის გზიდან გადახვევის საკითხის საერთაშორისო დონეზე დადასტურება”, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა