ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ს ეწვევა - დაგეგმილია შეხვედრები ჯო ბაიდენთან, კამალა ჰარისთან და დონალდ ტრამპთან

მომავალ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს ეწვევა, დაგეგმილია შეხვედრები ჯო ბაიდენთან, კამალა ჰარისთან და დონალდ ტრამპთან. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მას “გამარჯვების გეგმას” წარუდგენს. უკრაინული სახელმწიფოს მეთაური ამ გეგმის დეტალების განხილვის, ასევე თავისუფლებისთვის უკრაინის ბრძოლის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მოლოდინი აქვს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე გეგმავს შეხვედრებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან კამალა ჰარისთან, შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენლებთან და აშშ-ის 45-ე პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან,” - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღინიშნება, რომ ზელენსკი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, შეხვედრებს გამართავს ამერიკული თავდაცვითი და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან, ასევე უკრაინულ დიასპორასთან.

ბაიდენისა და ზელენსკის დაგეგმილი შეხვედრა თეთრმა სახლმაც დაადასტურა. მათი ცნობით აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვედრას 26 სექტემბერს თეთრ სახლში გამართავენ. აღინიშნება, რომ ვიცე-პრეზიდენტი და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, კამალა ჰარისი ცალკე შეხვედრას გამართავს ზელენსკისთან თეთრ სახლში.

თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენი და ჰარისი “ხაზს გაუსვამენ თავის ურყევ ერთგულებას უკრაინის მხარდაჭერისადმი იქამდე, სანამ ის ამ ომში არ გაიმარჯვებს.”

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა